თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

საქართველო-კაბო ვერდე 1:1

ნახვები: 509 საქართველო-კაბო ვერდე 1:1

საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდესთან საკონტროლო მატჩი გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1.

* საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში მესამე შეხვედრა ჩაატარა. წინა ორ ამხანაგურ მატჩში 2001 წელს „ჯვაროსნებმა“ აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხეს, 2017 წელს კი ბელარუსთან მატჩი 2:2 დასრულდა.

* კაბო ვერდე მეშვიდე აფრიკული ნაკრებია, რომელსაც საქართველო ეთამაშა.

* ლაშა დვალი პირველად გაუძღვა გუნდს კაპიტნის რანგში, ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში 27-ე კაპიტანია.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა იოლი ნამდვილად არ გამოდგა. კაბო ვერდეს ეროვნული გუნდი შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზეა, შეიძლება მსოფლიოზე გავიდეს და უდავოდ ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. აფრიკელებმა რეალური საგოლე მომენტები პირველივე ტაიმში შექმნეს – ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა გარი როდრიგესს, მაგრამ „სივასპორის“ თავდამსხმელს მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა აჯობა და „ჯვაროსნები“ აშკარა გოლებისგან იხსნა.

თავის მხრივ, ქართველთაგან ნიკა გაგნიძეს, გიორგი ქვილითაიას და გიორგი გოჩოლეიშვილის ჰქონდათ გოლის გატანის შანსი.

სანიოლის გუნდი შესვენებამდე მაინც დაწინაურდა. რამდენიმეფაზიანი შეტევა ნიკა გაგნიძიემ გააგრძელა, კარის წინ მოძებნა საბა ლობჟანიძე, რომელიც მცველს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ პირველი რეალური საგოლე მომენტი კაბო ვერდეს ნაკრებმა შექმნა. ჩვენი მეტოქე მეორე ნახევარში კიდევ უფრო გააქტიურდა და მე-80 წუთზე მიზანს მიაღწია. ლაშა დვალს ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა – გუგეშაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ კაბო ვერდეს კაპიტანმა, რაიან მენდეშმა ზუსტად დაარტყა – 1:1.

საქართველოს ნაკრები მეორე შემადგენლობით თამაშობდა და ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში ვილი სანიოლის მიზანი ისეთი მოთამაშეების შერჩევა იყო, რომლებიც გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში გამოადგებიან. ვინ იქნება ფრანგი სპეციალისტის რჩეული, სექტემბრის შეკრებაზე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.


საქართველო – კაბო ვერდე   1:1


გოლები: 1:0 ლობჟანიძე (45+2, ნ. გაგნიძის პასით). 1:1 მენდეში (77-პენალტით).

საქართველო: გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი (78. შენგელია), გველესიანი (54. გელაშვილი), დვალი (კაპ), ლოჩოშვილი (78. გიორბელიძე), მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე (78. ბერიძე), ქვილითაია (54. ვოლკოვი), გულიაშვილი.

სათადარიგოები: კერესელიძე, ხარებაშვილი, კვეკვესკირი, ალთუნაშვილი, ნონიკაშვილი, გაგუა.

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კაბო ვერდე: ვოზინია, ვ. პინა (87. გარსია ანდრეადე), დინი ბორხესი, და გრაკა, ჟოაო პაულო (60. ჯოვანე), დუარტე (60. ა. ტავარეში), მენდეში (87. ლოპეს კაბრალი), მონტეირო (69. ე. ტავარეში), სემედუ, როდრიგეში (60. ჟოჟო), ლივრამენტო როჩა.

სათადარიგოები: როზა, ალმეიდა, ბენჩიმოლი, გარსია ანდრადე, მორერირა,

მწვრთნელი: პედრო ბრიტუ

გაფრთხილება: მენდეში (27). როდრიგეში (43). დვალი (61). ვოზინია (87).

არბიტრი: ჰ. ნალბანდიანი (სომხეთი)

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა