ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს

ნახვები: 515 ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უდასტურებს.

როგორც SJC-ის იურისტი "ტვ პირველთან" ამბობს, ქათამაძე გუშინ ღამით ისე გაიყვანეს ქვეყნიდან, რომ უფლებადამცველებისთვის და მისი ახლობლებისთვის არ უცნობებიათ.

ასევე იურისტის თქმით, ბათუმელი მედროშე ქვეყნიდან სარფის გავლით არ გაუყვანიათ. 

თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს. როგორც ნინო კაკულიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თემურ ქათამაძის თურქეთში გადაყვანა ვერაგულად მოხდა.

„თემურის თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია შემატყობინა ჩემმა მეგობარმა. ჩემს მეგობარს დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან არმაღანში. თემურის გადაყვანა მოხდა არა სარფიდან, არამედ საქართველოს სამხრეთიდან, სომხეთის საზღვართან ახლოს.

ვერაგულად მოხდა მისი გაყვანა. ბოლო დღეებში უჩიოდა იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა მიგრაციის ცენტრის მუშაკების მხრიდან და გასულ პარასკევს სიმბოლური შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. სავარაუდოდ, მასაც ნერვებმა უმტყუნა და ადვილად დათანხმდა, დეტალებს ვარკვევთ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გუშინ ღამე გადაიყვანეს. ასევე გუშინ ეწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა, რითაც ვერ ისარგებლებდა, რადგან ვალიდური დოკუმენტი თემურს არ გააჩნია. ჯერ კიდევ 2020 წელს თურქულმა მხარემ პასპორტის მოქმედება შეუჩერა და ეს ახლა გაიგო, როდესაც თურქეთიდან მისი საბუთები მოვითხოვეთ, ასევე მას უარი ეთქვა ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტის დამზადებაზეც.

ახლა თემური დაკავებულია თურქეთში. მის საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერია. რეპრესიების მანქანა იქ უფრო ამუშავებულია. თემური ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მის აქტიურ პოზიციას უკავშირდება, თურქეთი მხარს უჭერს დიასპორებს და მათ საქმიანობას, მაგრამ აქტიური ლიდერები არ აწყობთ და იშორებენ.

თემურს ჰქონდა ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონოდა. ძალიან ბევრი კანონდარღვევაა მის საქმეში. ფაქტი შემდგარია ადამიანი ვერაგულად გაიყვანეს“, - განაცხადა ნინო კაკულია.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა