ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე-კობახიძე

ნახვები: 420 მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე-კობახიძე

ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას, უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა.

„ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ხართ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ", - მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე სამადაშვილს.

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა