უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა

ნახვები: 496 მალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა

საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა, სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა, დანაშაულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

“საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. “ქართული ოცნების” დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა.

თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: “არ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრება - თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია.

“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც კულისებს მიღმა ბიძინა ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროპული გზა შეაბრუნა. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა.

არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველოს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება - დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა ასევე დანაშაულია”, - განაცხადა გოშევსკამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა