პეტერ ფიშერი - საით მიდიხარ, საქართველო?
ჯო უილსონი - არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა
„ოცნება“ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგ პრივილეგიებს აუქმებს
კაია კალასი - იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ, საკითხს ივლისში დავუბრუნდებით
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი
მამუკა ხაზარაძე პატიმრობის განაჩენზე - ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!

„ოცნება“ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგ პრივილეგიებს აუქმებს

23.06.2025 ნახვები: 209

„ქართულ ოცნებას“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. „ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში მიიღებს.

ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით:

  • ზუსტდება ცილისწამების განმარტება: „ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება“

მოქმედ კანონში „ცილისწამება“ განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება არა მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფაზე, არამედ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.
  • კანონიდან იღებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად
  • კანონიდან იღებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
  • ასევე იღებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
  • მტკიცების ტვირთი მოსარჩელიდან მოპასუხეზე გადადის – როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში იცვლება მტკიცების ტვირთის დაკისრების საკითხი და მტკიცების ტვირთის გადატანა ხდება მოპასუხეზე.

პროექტის მიხედივთ, კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.

მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.

საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მე-14 მუხლით დგინდება, რომ საჯაროპირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.

მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.

მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას.

კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ.

  • კანონიდან ამოიღებენ მუხლს, რომლის მიხედვით, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის, თუ ა) მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; ბ) იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; გ) მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; დ) მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; ე) მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
  • იცვლება ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არარის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა