4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ანდრო ჭიჭინაძისთვის დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი - მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს

ნახვები: 573 ანდრო ჭიჭინაძისთვის დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი - მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს

მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივმა ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სავალდებულო წესით დაუნიშნა.

არდოტელი კოლეგებთან ერთად განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეში ჩართულები, ვინაიდან დაკავებულებს დაქირავებული უფლებადამცველები იცავენ.

„მე, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს, პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები პირნათლად და უმაღლეს დონეზე შევასრულო. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ადვოკატი როდის ინიშნება - საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეზე მაშინ ინიშნება, როცა სავალდებულო დაცვის შემთხვევაა, ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვას არ აქვს ადგილი. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. თითოეულის ადვოკატი, ვისი უფლებადამცველადაც დავინიშნე, გამოცხადებული არის პროცესზე, მათგან პროცესის გაჭიანურების სურვილს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა არდოტელმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა