ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს-კალაძე

ნახვები: 338 ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს-კალაძე

ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს, ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალშიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო იყო და არის უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.

„საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და მომავალშიც იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ეს დამოკიდებულება, მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს. რაც შეეხება დახმარებას, ცენტრალური ხელისუფლება საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირად ეხმარება, რასაც მივესალმებით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი უკრაინაში. ამაზე არ ვჩერდებით, დახმარება გაგრძელდება. მე, ჩემი მხრივ, პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ გვერდში დავუდგე უკრაინელს ხალხს. გუშინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში რაღა ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა ჩვენს მეგობრებს, რომ შემდეგ ეს თანხა მოხმარდეს უკრაინელ ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა