ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია და მუშაობა მიმდინარეობდა-სუბარი

ნახვები: 370 რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია და მუშაობა მიმდინარეობდა-სუბარი

რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპასთან ყოფნა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია.

„ევროპული არჩევანი და ევროპასთან ყოფნა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ეს არ არის რომელიმე ეპოქის ან პოლიტიკური გუნდის განწყობა. ევროკავშირში გაწევრიანება არის უახლოესი დროის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაშიც და რომელსაც სხვათა შორის, არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავარი სამუშაოა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია ცალმხრივად არ ხდება. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, თუ არ იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანხმობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ამასთან, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა