ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის-ხვიჩია

ნახვები: 333 ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის-ხვიჩია

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით. იმ პრეზიდენტის, რომელიც ახლა ევროპისთვის გმირია და ფაქტობრივად, მარტო ებრძვის რუსეთს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად პერსპექტიული იქნება.

„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე განცხადებას დაწერდნენ. უკრაინის მოვლენებმა ამ თარიღის გადმოწევა შესაძლებელი გახადა, მაგრამ ეს განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით. იმ პრეზიდენტის, რომელიც ახლა ევროპისთვის გმირია და ფაქტობრივად, მარტო ებრძვის რუსეთს. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი რამდენად პერსპექტიული იქნება ჩვენი სხვა ქცევების ფონზე, ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ, თორე ამ განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის. ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, ევროკავშირში მიიღონ უკრაინა და ჩვენ გარეთ დაგვტოვონ. ეს იქნება საქართველოს მთავრობის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. ისე მოვახერხეთ, რომ ზელენსკიმ აქედან ელჩი გაიწვია. ეს იმ კავშირშია, რომ ევროკავშირში უკრაინის მოვლენების გამო იღება კარი. კონკრეტულად - ზელენსკისთვის და შანსი გვაქვს, შევყვეთ, მაგრამ ისე ვექცევით, რომ ზელენსკის ქვეყნიდან ელჩი გაყავს", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა