თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

პოლონეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 438 პოლონეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია შესაძლო კომერციული და კერძო ხერხებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ საჭიროებს ქვეყანაში მათ დარჩენას.

რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სანქტ-პეტერბურგსა და კიონისგბერგში [კალინინგრადში] გენერალური საკონსულოების ოპერირებისთვის ნებართვების გაწვევიდან გამომდინარებს, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდული ხდება, და შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან შორეულ საკონსულო ოფისებში მოგზაურობა…

უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა