Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს

ნახვები: 588 ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს

ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, ჰოდა, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და ისინი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თქვენნაირები გგონიათ ყველა. ლაშა ცანავა ჩემი მეგობარია, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და იყო ჩემი შუბლი და კისერი: „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის, ქვის სროლა. ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, ლაშა ცანავა ჩემს გვერდში იყო ყოველთვის. სანამ ცანავას დააკავებდნენ, შსს-ის გვერდზე დაწერეს, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა“. ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუს-მა ლაშა ცანავა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა, ამაზე სუს-ი არ აკავებს. ეს არ არის სუს-ის საქმე, ეს არის პოლიციის საქმე, თუმცა, წაიყვანეს სუს-ში. ლაშა ცანავა ვერ შეაშინეს, ვერც როცა ბევრი ფული დაუდეს და უთხრეს, იცით რა, აქ რაღაც კადრები გვაქვს „შეკერილი“ და აირჩიე, 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, გვითხარი, სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მერე ჩვენ, „ფოხანაშვილმა“, „ჯეკამ, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ, როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობასო. სხვათა შორის, მერე ამას ამავე ხმაში „ამღერებს“ გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან. ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და თან არაერთი. ლაშა ცანავამ თავაწეულად და ღირსეულად თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და არავის ეშინია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ერთმანეთს 4 ოქტომბერს, არჩევნებში შეერკინონ.

„ბიძინა, მოდი, შევერკინოთ, თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენ, შენი „რუსალკებით“. მოდი, აბა თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ. 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არავინ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი. ამ თარიღის რომ გეშინიათ, კოჭებზე გეტყობათ. ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა