ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ელენე ხოშტარია - შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან - სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

ნახვები: 575 ელენე ხოშტარია - შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან - სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკუთარი ინიციატივით დღეს ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციამ მათ შორის არსებული კამათი საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.

„დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.

ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე.

ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.

პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ.

სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა”, - წერს ელენე ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა