Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება

ნახვები: 449 სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება

ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავები გაგზავნა.

„ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობისკენ ისწრაფვის და არა კონფლიქტისკენ. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. თქვენ საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებთ!“, - წერს ლინდსი გრემი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ მან „შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა