ნიკა კაცია - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ
გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" - მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ
გიორგი შარაშიძე - გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ - ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას
მსახიობი გიგა დათიაშვილი - ანდრო ჭიჭინაძემ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო
გრიგოლ გეგელია - თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“
ლევან ხაბეიშვილი - ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

მსახიობი გიგა დათიაშვილი - ანდრო ჭიჭინაძემ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო

05.08.2025 ნახვები: 184

გარდა იმისა, რომ მე და ანდრო ჭიჭინაძე კოლეგები ვართ, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. რომელი დღე იყო, არ მახსოვს, ანდრომ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო. ვუთხარი, რომ თუ სიმართლე იყო, თავი აერიდებინა, მითხრა, არა, არ მეშინიაო და ყოველდღე დავდიოდით აქციებზე, - ამის შესახებ მსახიობმა გიგა დათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს. ის დაცვის მხარის მოწმეა.

როგორც მსახიობმა განმარტა, ეს ადამიანები იმის გამო არიან დაკავებული, რომ თავისუფალ ნებას გამოხატავდნენ. მსახიობმა გაიხსენა მისი და ჭიჭინაძის ურთიერთობა.

როგორც დათიაშვილმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძე უნივერსიტეტში გაიცნო და ისინი ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ერთად თამაშობდნენ.

„ჩვენ ორივეს გვყავს შვილები, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა და ამის შესაძლებლობას ვხედავთ ევროკავშირში. როცა ამას საფრთხე შეექმნა გამოვედით საპროტესტო აქციაზე“, - განაცხადა დათიაშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

„აქცია მაშინ იძაბებოდა და პირველად მაშინ დაიძაბა, როცა ე.წ. რობოკოპები გამოჩნდნენ და პატრულის თანამშრომლები ჩაანაცვლეს. მათ პირდაპირ, მიზანმიმართული შეურაცხყოფა დაიწყეს აქციის მონაწილეების, გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ დაჭერით, აქედანაც იყო რეპლიკები, ვიღაც ალბათ გინებას გინებით პასუხობდა, ასე ვითარდებოდა იქ ვითარება. სიტუაციას შავნიღბიანი ადამიანები ძაბავდნენ. გამოეყოფოდნენ ე.წ. რობოკოპებს "მორბენალი ადამიანები" და იყო თავპირის მტვრევა, ხალხის ცემა, ნაცემ ადამიანებს უკან აგდებდნენ, ჩამომყავდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში შემყავდა. უცნაური იყო, რომ 29 ნოემბერს, თითქმის არავინ დაუკავებიათ, შეითრევდნენ, სცემდნენ და უკან აგდებდნენ, ეს უცნაური ფაქტია, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ყველაფერი.

მე შევესწარი შემთხვევას, როცა ერთმა ადამიანმა აიღო რაღაც და ისროლა სამართალდამცავების მიმართულებით. კონფლიქტი დაიწყო, ნიღაბი მოხსნეს ამ ადამიანს და ერთმა უთხრა, შენ დიდუბის პოლიციაში არ მუშაობო? არ უარყო, მერე პოლიციელი რომ ვარ, ხელს რატომ მკრავო",- განაცხადა დათიაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ანდრო ჭიჭინაძე სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებული ქმედებებით დაზიანებულ ადამიანებს ეხმარებოდა და ის მეგობრებს ხშირად ეპარებოდა მათთან მისასვლელად.

„ანდრო ხშირად გვეპარებოდა, ზემოთ ადიოდა და დგებოდა სპეცრაზმთან... იმ დღესაც ჩამოვიდა და მანახა ფეხი, „სარაჯიშვილის" ბოთლი გამარტყა სპეცრაზმელმაო, კოჭი სტკიოდა. მადლობა ანდრო და ბიჭებო, რომ ასეთი მოქალაქეები ხართ.

გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. რომელი დღე იყო, არ მახსოვს, ანდრომ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო. ვუთხარი, რომ თუ სიმართლე იყო, თავი აერიდებინა, მითხრა, არაო, არ მეშინიაო და დავდიოდით ყოველდღე აქციებზე. ანდროს შეეძლო, ქვეყანა იმ წამსვე დაეტოვებინა და დამნაშავე ალბათ, ამას იზამდა, მაგრამ მას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია. ანდრო არასდროს იკეთებდა ნიღაბს, სულ ვეჩხუბებოდი, აირწინაღი, ან პირბადე გაკეთებინა, განა იმის გამო, რომ სახე დაემალა, იმის გამო, რომ გაზის კაფსულებს ისროდნენ, აირწინაღის გარეშე სუნთქავდა.

ანდროს ვინც იცნობს, იცის, რომ ყველაზე გაწონასწორებული ადამიანია. მე ფეთქებადი ვარ, შეიძლება ვინმეს მიმართ შევიგინო, რაც საამაყო არ არის. მისი გინებაც კი არ გამიგია - „როგორ გავიდნენ ესენი კაცო თავს“ - ამას თუ გაიგებდით მხოლოდ“, - განაცხადა დათიაშვილმა.

მსახიობს კითხვებით მიმართეს პროკურორებმა. ვაჟა თოდუას კითხვაზე, ვიდეო თუ აქვს ნანახი, სადაც ანდრო ჭიჭინაძე გარკვეულ ქმედებას ახორციელებს, მსახიობმა უპასუხა, რომ ანდრო ჭიჭინაძის ბევრი ვიდეო აქვს ნანახი.

„იმ ვიდეოში ის არ არის, რასაც ამ ადამიანებს ედავებით. მას ხომ სამართალდამცავების განზრახ ჯგუფურად დაზიანებას ედავები? ის არავის აზიანებს",- განაცხადა მსახიობმა, მას პროკურორი კვლავ ჩაეკითხა, თუ რას აკეთებს ჭიჭინაძე ვიდეოში, რაზეც დათიაშვილმა უპასუხა, რომ „ეს მათი დასამტკიცებელია და დასძინა, რომ „მას არ დაუნახავს, ანდროს მხრიდან ნივთის სროლა“.

პროკურორმა გიგა დათიაშვილს საქმეში არსებული ვიდეო ჩაურთო.

„ამ ვიდეოს პოლიცია იღებს და მათი გინება მესმის... არ ვიცი ეს ანდრო ჭიჭინაძე არის თუ არა, ვერ ვარჩევ“, - განაცხადა დათიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა