რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ბენიამინ ნეთანიაჰუ - დავამტკიცეთ გეგმა, რომელიც ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს - ისრაელს ამ ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის სურს

ნახვები: 484 ბენიამინ ნეთანიაჰუ - დავამტკიცეთ გეგმა, რომელიც ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს - ისრაელს ამ ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის სურს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

“ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისთვის, ამავდროულად, საბრძოლო ზონების გარეთ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

აღნიშნული ინფორმაცია ნეთანიაჰუმ Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ ისრაელს სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

მან არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.

„ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნა. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. ჩვენ არ გვინდა იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით. უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა „ჰამასის“ დაშლა. ერთადერთი გზა, რომ განსხვავებული მომავალი გქონდეთ, არის ამ ნეონაცისტური არმიის მოცილება. „ჰამასი“ მონსტრია“, - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა