თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თორნიკე მიგინეიშვილი - 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ნახვები: 467 თორნიკე მიგინეიშვილი - 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

ადვოკატი ამასთან დაზარალებული ოპერატორებისა და ჟურნალისტების სიას აქვეყნებს.

ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა, ვიდეომასალა კი 2 წლის განმავლობაში არ განხილულა.

"რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.

ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას (რუსული კანონის პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ.

დღემდე გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა 2 წლის თავზე.

დიდი შრომა დაგვჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღოთ აღნიშნულ პიროვნებებს (ნაწილს) საგამოძიებო ორგანოს მიერ.

მადლობა მედიაომბუდსმენის გუნდს კვალიფიციური და დიდი შრომის გაწევისთვის. (ილონა დიასამიძე, ჯანო ჭკადუა)

განსაკუთრებული მადლობა კი ნათია კაპანაძეს (Natia Kapanadze), რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით არის საქართველოდან, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით - საჭირო დროს.

19 ჟურნალისტისა და ოპერატორების სახელები და გვარები:

  1. ნიკოლოზ კოკაია
  2. მარი წაქაძე
  3. ალექსანდრე ქეშელაშვილი
  4. მამუკა მგალობლიშვილი
  5. მაია თეთრაშვილი
  6. ნიკა კოკაია
  7. მიხეილ გვაძაბია
  8. რატი მუჯირი
  9. გურამ მაისურაძე
  10. დეა მამისეიშვილი
  11. ზურაბი ჩხვირკია
  12. ნიკა საჯაია
  13. ჯამლეტ ბაკურიძე
  14. ირაკლი ბახტაძე
  15. სალომე ჩადუნელი
  16. გიორგი კვიჟინაძე
  17. დავით მანია
  18. ვახტანგ ქარელი
  19. თამარ გეგიძე",- აღნიშნავს ადვოკატი.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა