ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დიდი ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით

ნახვები: 472 დიდი ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით

კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

„მათ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, მკვლელობების შესაჩერებლად და რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს. ისინი მიესალმნენ მშვიდობის მიღწევის მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა, კირ სტარმერმა და მარკ კარნიმ აღნიშნეს, რომ უკრაინის მომავალი თავისუფალი და სუვერენული უნდა იყოს.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა