თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი

ნახვები: 499 ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი

კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები , - ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.

ხაბეიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ კალაძის განცხადებით, რადგან მისივე თქმით, თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ „ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”.

“მდინარაძის და კალაძის „კლანი“, ანუ ოხანაშვილი და მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოსცდა - ჩამოვიყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვაა, ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილის ვერსია. სპეცოპერაცია ჩაატარა “გრუმ”, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. აქ ამ ოპერაციის ჩამტარებელი, მდინარაძე და ეს უწყება, რომ რაღაცას ატარებენ, ცხადია ეს ანეკდოტია. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს კალაძემ ფაქტობრივად ეს გასცა. შესაბამისად, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისათვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]“,-აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა