რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მარკ რუტე - დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას" წარმოადგენს

ნახვები: 431 მარკ რუტე - დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას" წარმოადგენს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით "გარღვევას“ წარმოადგენს.

„ის ფაქტი, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ „მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში“, დიდი ნაბიჯია, ეს ნამდვილად გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ასევე მადლობას გიხდით ამისთვის“, - განუცხადა რუტემ ტრამპს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე.

რუტემ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს „ჩიხის გადალახვისა“ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმატებით დასმისთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან ერთად საუბრისას, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების გაგზავნა უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.

„ამაზე, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ“, - დასძინა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა