4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ფრიდრიხ მერცი - თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო

ნახვები: 445 ფრიდრიხ მერცი - თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო

თუ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფრიდრიხ მერცმა და მარკ კარნიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „უპირობო მოლაპარაკებები ახლავე უნდა დაიწყოს“.

„ახლა მოსკოვის ჯერია. თუ რუსეთის პრეზიდენტს მკვლელობების დასრულება რეალურად სურს, მაშინ ის შეთავაზებას მიიღებს. თუ რუსული მხარე ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ საჭირო იქნება კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის ფარგლებში დამატებით სანქციებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ცნობით, გერმანიის კანცლერთან განიხილა, თუ რა დამატებითი სანქციები შეიძლება დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ.

„პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, რათა დაასრულოს ეს უაზრო მკვლელობები, რომელზეც პასუხისმგებელი თავად არის“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა