ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ-ზელენსკი

ნახვები: 419 ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ-ზელენსკი

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას ახორციელებს ხარკოვის მახლობლად, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში.

„რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ საზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 000 მოკლულ რუს ჯარისკაცს. 10 000 - ეს საშინელებაა. ბიჭები 18, 20 წლის. ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვები. ჯარისკაცები, რომლებმაც ვერც კი ახსნეს, რატომ აპირებენ ბრძოლას. რისთვის და რატომ არიან ისინი უცხო მიწაზე. 10 000. რუსეთს ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამის შეთავაზება შეეძლო", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, ვისაც შეუძლია ქალაქების დაცვა, დარჩნენ და დაიცვან თავისი ტერიტორიები.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ვუთხრათ ჩვენს ხალხს, დაბრუნდით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობარი ქვეყნიდან; დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა