ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი რაკეტა ისროლა და ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 95 პროცენტი შეიყვანა

ნახვები: 361 რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი რაკეტა ისროლა და ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 95 პროცენტი შეიყვანა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი რაკეტა ისროლა და უკრაინის ტერიტორიაზე საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 95 პროცენტი შეიყვანა - ამის შესახებ სატელეფონო კონფერენციის დროს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

„რუსეთსა და ბელარუსში უკრაინის საზღვრის გასწვრივ მანამდე დისლოცირებული დაახლოებით 170 000 ჯარისკაციდან, დაახლოებით 95 პროცენტი ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა" - განაცხადა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

პენტაგონის ინფორმაციით, მათ ვერ შეამჩნიეს რუსული ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლა, კიევის მახლობლად 64 კილომეტრიანი კოლონა კი ისევ უძრავად დგას.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოდესაში რუსული საზღვაო დესანტის გადასხმის ნიშნები არ არის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები კვლავ ვერ აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს, ამავდროულად, ორივე მხარემ განიცადა საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების და საჰაერო თავდაცვის სისტემების დანაკარგები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა