Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს

ნახვები: 559 დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს

გერმანიის ელჩის მიმართ თავდასხმა წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას,- ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბრიტანეთის დიპლომატიური მისია გმობს გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მას უსაფუძვლოსა და აგრესიულს უწოდებს.

„დიდი ბრიტანეთი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს. ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას - იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.

ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა