ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას

ნახვები: 420 მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

მისი განცხადების თანახმად, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს.

„2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისინი ნატო-ს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ეს საშიში ესკალაციაა. ეს მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა იყო“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მარგუს ცაჰკნამ „რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების დასრულებისკენ“ მოუწოდა.

„დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

განცხადება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა.

ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა“,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ესტონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები და ევროკავშირი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა