ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტრამპი - უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საოცარია - რუსეთი არ გამოიყურება გამორჩეულა

ნახვები: 404 დონალდ ტრამპი - უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საოცარია - რუსეთი არ გამოიყურება გამორჩეულა

უდიდესი პროგრესი, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საკმაოდ საოცარია - რუსეთი გამორჩეულად არ გამოიყურება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ასევე, ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება.

„უდიდესი პროგრესი იმაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით. ის ეცემა. და, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება ამ ძალიან დიდი [რუსული] არმიის შეჩერებას. ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომია, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო და ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, და უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველას დამსახურება, ვინც ჩართულია. ეს ჯერ გრძელდება.

ეს კარგი რამე არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფი უნდა ყოფილიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიდან-ნახევრიანი ბრძოლის ფონზე. და, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება”,-განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა