Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს-კიევის უნივერსიტეტი რიჟვაძეს ამხელს

ნახვები: 908 რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს-კიევის უნივერსიტეტი რიჟვაძეს ამხელს

ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისი დიპლომი არ აქვს.

"აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, როგორც ვიკიპედიის მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზეა მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება". - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ რიჟვაძემ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე, 2015 წელს ჩააბარა, 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი ნებით გაირიცხა.

"სწავლა შეწყდა და სწავლის ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულებულა.

ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა". - წერია განცხადებაში.

7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ უკრაინამ, თქვა, რომ ეს დარგის ექსპერტებმა იციან.

"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს. მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას", -თქვა მან. ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რიჟვაძემ უპასუხა: "საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა