Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ამ მოვლენებს ყველა „ომს” დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა-ზელენსკი

ნახვები: 317 ამ მოვლენებს ყველა „ომს” დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გაეროს მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილი შიდა იმეილის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მათ ურჩევდნენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ მოეხსენიებინათ, როგორც ომი.

გაერო თავის ვებ გვერდზე უკრაინის მოვლენების შესახებ წერისას იყენებს სიტყვებს "უკრაინის კრიზისი".

"სავარაუდოდ, თქვენი ნახეთ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ, თითქოს, გაერო რუსულ შემოჭრას ომად არ აღიქვამს. ვიცი, რომ ამან არამარტო უკრაინაში, არამედ სხვაგანაც ბევრი გააცოფა.

ჩვენი გუნდის მადლიერი ვარ. ჩვენ ყველაფერი სწრაფად გავარკვიეთ და განმარტებები მივიღეთ. გაეროს სტრუქტურებში ტყუილი არ იქნება. აგრესორთან თამაშს არავინ დაიწყებს. ამ მოვლენებს ყველა „ომს" დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა. ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ხალხისა და შვილების ტანჯვის იგნორირების უფლებას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის მიმართვამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისთვის დაუჯერებელია გაეროს მიერ "კრემლის მსგავსი ცენზურის დაწესება სიტყვა ომთან და შეჭრასთან დაკავშირებით".

"დაჟინებით მოვუწოდებ გაეროს, სასწრფოდ უარყოს ეს ცნობები იმ შემთხვევაში, თუ არასწორია. მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა". - თქვა მან.

თავის მხრივ, გაერომ იმეილის შინაარსთან დაკავშირებით 8 მარტს ბოდიში მოიხადა.

გაეროს სპიკერის, სტეფან დუჟარიკის თქმით, რეგიონულ ოფისს არ უნდა გაევრცელებინა მოწოდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით სიტყვების, "ომი" და „შეჭრა", არ გამოყენების თაობაზე, „რადგან, არ არსებობს ოფიციალური პროტოკოლი სიტყვების შერჩევის შესახებ".

სპიკერმა თქვა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა სიტყვა „ომი" უკვე გამოიყენა, ისევე როგორც მისმა მოადგილემ ტვიტში: "ომი უაზროა".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა