თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კუპრაძე - ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად

ნახვები: 505 ირაკლი კუპრაძე - ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად

ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს - მან პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად იმ დანაშაულებზე, რაც ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საერთო მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ერთ მეტრში აშენებულია 16-სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად სამტრედიაში კახა კალაძის შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე იყო.

როგორც კუპრაძემ განმარტა, 2019 წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, სადაც შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერა, რაც, მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკთან ახლოს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც კახა კალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ თვალი დაადო. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ სამტრედიაში კალაძის შტაბის ყოფილ უფროსს, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც მილიონობით ლარის შემოსავლის მიღების გეგმას ნახალოვკელების ინტერესი შესწირა. ხედავთ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით მიადგეს 16-სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად ავთანდილ თევზაძე იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით კრიმინალური-დანაშაულებრივი გეგმა გამოაშკარავდა, რომლის მიხედვითაც ცხადია, რომ 2019 წელს ამხანაგობათა კრების ოქმები უკანონოდ შედგა. ამავე წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, მათ შორის შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს და მის კორუფციულ გუნდს ეკისრება.

ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ გარშემო მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლებია, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მერიას და ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად იმ დანაშაულებზე, რაც ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა