Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ადვოკატი - არანაირი ფაქტობრივი გარემოება, რომ ბაჩიაშვილის მამამ ან დედამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული, ნამდვილად არ არსებობს

ნახვები: 490 ადვოკატი - არანაირი ფაქტობრივი გარემოება, რომ ბაჩიაშვილის მამამ ან დედამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული, ნამდვილად არ არსებობს

არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ ბაჩიაშვილის მამამ ან დედამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული, მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში, ნამდვილად არ არსებობს, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რითაც ბაჩიაშვილის მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

ადვოკატის განცხადებით, თეორიული დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ამის შესახებ ვერანაირად ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას.

„ბრალდების წარდგენის შესახებ გუშინ შევიტყვე გიორგის პროცესზე. ქალბატონ მარინას გუშინ საღამოს დაურეკეს და უთხრეს, რომ დღეს გამოცხადებულიყო პროკურატურაში, რაზეც პასუხი გასცა, რომ იმყოფებოდა აშშ-ში. ლოგიკურად, საქართველოს სხვა ქალაქშიც რომ იმყოფებოდეს ადამიანი, შეიძლება მომდევნო დღის 9 საათზე ვერ გამოცხადდეს ადამიანი. გუშინ საღამოს შეატყობინეს და დღეს დილით, 9 საათზე თუ ვერ იქნებოდა ადამიანი, ამას ხომ ახსნა გააჩნია?

მეორე, მე სპეციალურად დავსვი კითხვები დღევანდელ პროცესზე, მაინტერესებდა პრეისტორია, მანამდე რამდენიმე დღით ადრე, თუ იყო შეთავაზების მცდელობა გამოკითხვაში მონაწილეობის? ცხადია არ მომხდარა. ამ საქმეს ვიცნობ დეტალურად და არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ მამამისმა ან დედამისმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული, მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში, მსგავსი ნამდვილად არ არსებობს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ხდებოდა თანხის გადმორიცხვა. საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდზე, როდესაც გიორგის საკმაოდ მაღალი პოზიცია ეჭირა, იყო თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი და იმავდროულად, ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. შესაბამისად, თეორიული დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ, რომ გიორგის შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ვერანაირად ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას, რომ საჩუქრად მიღებული ქონება, შესაძლებელი ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.

ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა