რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ-გომელაური

ნახვები: 410 ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ-გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ზელენსკის განცხადება საქართველოს მთავრობაზე მისთვის "სრულიად მიუღებელია".

1-ელ მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.

გომელაური ამბობს, რომ ზელენსკის ეს განცხადება "არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში"

"სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან ცუდია, ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი რა თქმა უნდა, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. სამწუხაროა ძალიან. რაც გააკეთა საქართველომ, პრემიერმა რაც გააკეთა, მხარს ვუჭერ. ერთი გუნდი ვართ ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს", - თქვა გომელაურმა.

25 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - "მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა