Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

ნახვები: 482 არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

 

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია დაიწო.

 

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან - პროფესიულ დონემდე.

 

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

 

კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:

1.     დამოუკიდებლად - ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისგან და ლექტორებისგან

2.     საოლიმპიადო ლაივ ფორმატში - საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივ ფორმატში.

 

საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირება, რომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს. 

 

არ გადადო, რეგისტრაციების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დარეგისტრირდი ბმულზე.

 

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა