Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან სანიკიძე - არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი

ნახვები: 564 ლევან სანიკიძე - არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი

არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პასუხობს კითხვას, სად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას და „რატომ მიატოვეს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა“.

როგორც ის აღნიშნავს, რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი.

„იმედი მაქვს, მალე „ტვ პირველი“ „გუბაზიჩს“, „გუბაზის ბიჭს“, „მილიონეროვიჩს“ და „პოსტ ტვ“-ის ქარდებს არ გამოაცხობს თავის „ფეიჯზე“. არა უშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას, დღეს რასაც კერავთ. „ქოცებსაც“ კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ - სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან.

რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ, მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია. ჩემი კი არა, სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე და არც არავის ვემიჯნები. ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა, იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ“, - წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა