ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მურთაზ ზოდელავა - არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს

ნახვები: 565 მურთაზ ზოდელავა - არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს

არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს განსაკუთრებულად, ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მან სასამართლოში ხალხს „ძალების მოკრებისკენ“ მოუწოდა.

„უნდა გესმოდეთ, ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება... უმრავლეს ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 100% დაიწერა, ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინაც, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა... ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველა შტოს აკონტროლებს, ის მეტასტაზირებულია... არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს განსაკუთრებულად, ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს....

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოგყავთ მტრად, უცხოდ, არა ქალად, არა კაცად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვთვლით, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ბიძინა არ უნდა იყოს ჩვენი მმართველი... თუ ჩვენ ვრჩებით ივანიშვილის ბოსტნად და ჩვენ ვართ ყვავილები, ან უნდა ვიქცეთ ბუტკოდ და გავასწროთ აქედან, ან უნდა ვიქცეთ თესლად და აქ უნდა ვიცხოვროთ.

მე დიდხნიანი პაუზა მქონდა პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ყველა პოლიტიკოსი დააპატიმრა, მას შემდეგ, როცა მან ბოღმის და ერთმანეთის შუღლის კომისია შექმნა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.

მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი... დღეს სხვა ვითარებაა. მე შინაგანად კანონმორჩილი ვარ, არასდროს არაფერი დამირღვევია და უცებ გავგიჟდი - მე დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება.... როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი შიში დათესა მან მის მომხრეებში“, - განაცხადა ზოდელავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა