თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წინააღმდეგ თანმიმდევრული და ესკალაციური კამპანია ხორციელდება, ეს ჰიბრიდული ომია

ნახვები: 526 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წინააღმდეგ თანმიმდევრული და ესკალაციური კამპანია ხორციელდება, ეს ჰიბრიდული ომია

ჩვენს ცაზე რაღაც ახალი და საშიში ხდება. სულ რაღაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, MiG-ის ტიპის გამანადგურებლებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე, ხოლო დრონები დაფრინავდნენ ბელგიის, პოლონეთის, რუმინეთის, დანიისა და გერმანიის კრიტიკული ობიექტების თავზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „მზარდი საფრთხეების შემაშფოთებელი ნიმუშის ნაწილი“.

„ეს არ არის შემთხვევითი შევიწროება. ეს არის თანმიმდევრული და ესკალაციური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების შეშფოთებას, ჩვენი სიმტკიცის გამოცდას, ჩვენი კავშირის გაყოფას და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტებას. დროა, ამას თავისი სახელი დავარქვათ. ეს ჰიბრიდული ომია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპამ ამ ქმედებებს უნდა უპასუხოს და პასუხიმგებლობის დაკისრებას არ უნდა მოერიდოს.

„მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ, შეხედეთ, რა ხდება. ერთი ინციდენტი შეიძლება შეცდომა იყოს. მეორე - დამთხვევა. მაგრამ სამი, ხუთი, ათი? ეს არის ევროპის წინააღმდეგ მიზანმიმართული „ნაცრისფერი ზონის“ კამპანია. ევროპამ უნდა უპასუხოს. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ყველა ინციდენტი და არ უნდა მოვერიდოთ პასუხისმგებლობის დაკისრებას. რადგან ჩვენი ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო. რუსეთს განხეთქილების დათესვა სურს. ჩვენ ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა არა მხოლოდ უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, არამედ უნდა შეაჩეროს კიდეც.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვუპასუხოთ, არამედ უნდა შევაჩეროთ კიდეც. რადგან თუ ვიყოყმანებთ, ნაცრისფერი ზონა მხოლოდ გაფართოვდება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა „დრონების კედელი“, რომელიც არის „პასუხი თანამედროვე ომის რეალობაზე“.

„გვჭირდება სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი და მიზნისთვის შესაფერისია. სწრაფი გამოვლენის, სწრაფი ჩაჭრის და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი ნეიტრალიზაციისთვის. ამ სფეროში უკრაინისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. დრონების საწინააღმდეგო ეს სისტემა ფარი იქნება ჩვენი მთელი კავშირისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა