Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

ირაკლი ნადირაძე - მადლობა თანამებრძოლებს, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის

ნახვები: 554 ირაკლი ნადირაძე - მადლობა თანამებრძოლებს, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის

მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ირაკლი ნადირაძე თანამებრძოლებს მადლობას უხდის.

„გუშინ დამაბინავეს გლდანის ციხეში, 38-ე საკანში - სინდისის პატიმრებთან - ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან და მინდია შერვაშიძესთან ერთად. მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით - როგორც მათი ძმა და მათიანი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. აქვე მინდა მოვიკითხო ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე!

აქვე მადლობა ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვინც იბრძოლა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლევან სანიკიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს და ყველას, ყველას ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ყველა ერთად, რაც შეიძლება სწრაფად ვკონცენტრირდეთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სწრაფად დამთავრებაზე.

მჯერა, რომ სწორედ ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ასობით ათას გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს, რომლებიც არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. მათ ბრძოლას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ პროტესტს და ააშკარავებენ რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებას.

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! ცეცხლი ოლიგარქიას! მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე - ციხეშიც და თავისუფლებაზეც“,- წერს ნადირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა