თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
მიხეილ სააკაშვილი - 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება
სალომე ზურაბიშვილი - ბატონი ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო სხვა ყველა მარიონეტია
გელა უძილაური - ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური -
Zelensky urges NATO to boost air defenses as Putin tries to break Ukraine’s resistance through Terror
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან თავის არიდებას პასუხი მოჰყვება
დონალდ ტრამპი - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის

სალომე ზურაბიშვილი - ბატონი ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო სხვა ყველა მარიონეტია

13.10.2025 ნახვები: 216

საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში “Forum 2000”-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა პანელურ დისკუსიაზე განმარტა, „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული პარტიისგან ძალიან განსხვავდება. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, პარტიაში უცვლელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და ისიც გადაწყვეტილებებს რუსული ნარატივითა და ინსტრუქციებით იღებს.

„საქართველოში დღეს ეს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე „ქართული კოშმარი“ გახდა, თავიდან სულ სხვა რამ იყო. დღეს კი სრულიად სხვა პარტიაა. 2012 წლის წევრების დაახლოებით, 80% დღეს პარტიაში აღარაა. პირვანდელი კოალიციის სხვა პარტიებიც აღარ არსებობენ. ასე რომ, ეს უკვე სხვა ძალაა, მაგრამ მთავარ ფიგურას, ბატონ ივანიშვილს თუ დავუბრუნდებით, ის მაშინაც იყო, დღესაც არის და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს. სრულად ნათელია, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უბრალოდ მარიონეტია. ის აშკარად იყენებს რუსულ მეთოდებს, რუსულ ნარატივებს, რუსულ ინსტრუქციებს. რატომ? რა იყო შეთანხმება, ან რა მოხდა? ამას, ალბათ, ისტორია გვეტყვის.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხედავთ და არა მათ ახსნას. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა, გვყავდა ადამიანები, რომლებიც მაშინაც ფიქრობდნენ თავისუფლად და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. დღესაც გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. გვყავს ახალგაზრდები, და მათ შორის თითქმის ყველა, ვინც 30 წლამდეა, ნამყოფია, ან სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ, და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მოდერატორის კითხვაზე, როგორ მოახერხა ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან წარმატების მიღწევა, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მაშინ რუსეთი ძლიერი არ იყო.“

„შესაძლოა, მე ვიყავი პირველი ქართველი მაღალჩინოსანი, ვინც მასთან რუსულად არ საუბრობდა. ეს ალბათ, სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევდა, მაგრამ უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, დრო ნამდვილად სხვა იყო. მაშინ რუსეთი ძლიერი არ იყო. შესაძლოა, რუსეთი საქართველოს სატესტო მოედნად სცდიდა, სცდიდა სხვა ტიპის ურთიერთობას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

უპირველეს ყოვლისა, იმ შეთანხმებაში, რომელიც სამხედრო ბაზების გამოყვანას ეხებოდა, მათ არ შეიყვანეს ის სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობდა და 2005 წლის შეთანხმების შემდეგ, მალევე მოხდა 2008 წელი. დიახ, იმ პერიოდში რუსეთმა მართლაც დაიცვა შეთანხმების თავისი ნაწილი, რაც ყველასთვის გასაკვირი იყო, რადგან ეს ჩვენს ურთიერთობებში პირველად მოხდა. მაგრამ ამას მალევე მოჰყვა 2008 წლის ომი, რომლის შემდეგაც ფაქტობრივად სამხედრო ბაზები გაამრავლა კიდეც. დღეს უკვე მინიმუმ ოთხი სამხედრო ბაზა და ერთი საზღვაო ბაზაა, რომლის აშენებასაც რუსები შავი ზღვის სანაპიროზე გეგმავენ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა