ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პუტინი უკვე დამარცხდა, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია-ვიოლა ფონ კრამონი

ნახვები: 398 პუტინი უკვე დამარცხდა, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია-ვიოლა ფონ კრამონი

მსოფლიო შეიცვალა, პუტინმა გადაკვეთა საზღვარი და დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა. პუტინი, ისევე როგორც ზოგიერთი ჩვენგანი გაფრთხილებდათ წლების განმავლობაში. არ მსიამოვნებს იმის თქმა, რომ გეუბნებოდით ამას. ახლა არ არის თითის გაშვერის დრო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის იმპერიული ამბიციები უკრაინაში სამუდამოდ დაიმარხება.

„ახლა დროა, უკრაინის გვერდით დავდგეთ და გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. პუტინის სისხლიანმა ომმა სრულიად შეგვძრა. ახლა საჭიროა ჩვენი დემოკრატიის და კავშირის დაცვა ნებისმიერი საშუალებით. „ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაჩერდა, რუსეთი ნაწილობრივი ჩაიხსნა „სვიფტიდან", ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთის შეჭრა, პუტინი უკვე დამარცხდა ამ ომში, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია და გაანადგურა მისი ეკონომიკა. თანამედროვე რუსეთი არ არის სამხედრო სუპერძალა, როგორც პუტინს მიაჩნია. მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინა ფრონტის ხაზზეა და ჩვენ დემოკრატიებს იცავს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის დაცემა", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა