თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შანაი ბრუკის მკვლელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ნახვები: 346 შანაი ბრუკის მკვლელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

„ცნობილ იქნეს დამნაშავედ და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა", - აღნიშნა მოსამართლემ.

ამასთან, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქმისას შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.

„მაპატიეთ. მესმის, ყველაფერი ვიცი. ჩემთვის არ არის მარტივი აქ დგომა. ძმამ ახსენა, რომ არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მე ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მეც ვაკეთებდი კარგ საქმეებს. რაღაც კარგს მეც ვაკეთებდი, შეგიძლიათ, ნახოთ, იმ დღესაც ჩარიცხული მქონდა. შემეშალა, გთხოვთ მაპატიეთ. მესმის თქვენი დანაკარგი, მეც მქონია ეს დანაკარგი. ვიცი, ჩემი ბოდიში რომ არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გულწრფელად ვდგავარ თქვენ წინაშე, ბოდიშს ვიხდი. მე ჩემი თავის მოვკალი მაგ დღეს. მაპატიე მეგობარო, ძმა, ძალიან ცუდად ვარ. მე არ ვყოფილვარ ასეთი და აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მრცხვენია ჩემი ქალაქის და ქვეყნის, რომ შემეშალა. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა მურსაკულოვმა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა