რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

ნახვები: 568 ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ბრალდებული ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.

"ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და 2 ოპერაცია მჭირდება",- განაცხადა ნინო დათაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პედაგოგ ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული ნინო დათაშვილი სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურად ესწრება.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა