რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის-ზალკანიანი

ნახვები: 386 დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის-ზალკანიანი

ამერიკული გამოცემა The Hill მკვლევარ ბროკ ბირმანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება".

სტატიის ავტორი აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და აღნიშნულ თემაზე საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.

„ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. მან თქვა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის [სამხრეთ კავკასიაში] დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობასა და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტიანობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის", - წერს ბროკ ბირმანი.

ავტორის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ის დადებითად იმოქმედებს როგორც საქართველოდ დემოკრატიულ განვითარებაზე, ისე აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა