Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია - ჩვენი მიწა არ იყიდება

ნახვები: 426 გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია - ჩვენი მიწა არ იყიდება

უკრაინა მზადაა კონსტრუქციულად ჩაერთოს სამშვიდობო გეგმაში, რომლის პროექტიც მან ამერიკული მხრიდან მიიღო, თუმცა მასში მკაფიო „წითელი ხაზები“ გამოიკვეთა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე, ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია. არასდროს ვაღიარებთ - არც ოფიციალურად და არც სხვაგვარად - უკრაინის ტერიტორიას, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც რუსეთის ტერიტორიას. ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების რაიმე შეზღუდვას. ჩვენ ასევე არ შევეგუებით ჩვენი სუვერენიტეტის რაიმე დარღვევას, მათ შორის ჩვენი სუვერენული უფლების, ავირჩიოთ ის ალიანსები, რომლებში გაწევრიანებაც გვსურს“, - აღნიშნა კრისტინა გაიოვიშინმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა იცავდეს ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე.

ამასთან, დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ კრემლის რეჟიმი არ გაჩერდება, თუ მას ურყევი და შეთანხმებული ზეწოლით არ შეაჩერებენ და თუ რუსეთს ახლავე არ შევაჩერებენ, მისი აგრესია უკრაინით არ შემოიფარგლება.

კრისტინა გაიოვიშინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის მოწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი, მიიღოს რეზოლუცია სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, რაც, მისი თქმით, აუცილებელი წინაპირობაა კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებისა და დიპლომატიისთვის სივრცის შესაქმნელად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა