Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე - აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია

ნახვები: 448 ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე - აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია

აქ რა მინდა, ეგეც არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პრესკარტა მქონდა და პოლიციელებს ვანახე დაკავების დროს. ჩემმა ოქმის შემდგენმა პოლიციელმა ის დალუქა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გიორგი მამნიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის 22 ნოემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, შსს მას ედავება, რომ სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდა, მათ ხელს უშლიდა და უმისამართოდ იგინებოდა.

უფრო კონკრეტულად, სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მამნიაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა უმისამართოდ და ის არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოწოდებას.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა, რომ მამნიაშვილის ქმედებით ხელი ეშლებოდათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მისი მხრიდან ეს გათვალისწინებული არ იქნა.

შსს-ს წარმომადგენლის თქმითვე, როცა გიორგი მამნიაშვილს არაერთხელ მიუთითეს, რომ პოლიციელებისთვის ხელი არ შეეშალა, მისი მხრიდან არაერთხელ იქნა უცენზურო სიტყვები გამოყენებული.

თავის მხრივ, ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, ვინაიდან მისი თქმით, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატის განმარტებით, მამნიაშვილი აქციაზე პროფესიულ, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა. ის აქციაზე არა საკუთარი სურვილით, არამედ ვალდებულების შესასრულებლად იმყოფებოდა, რომელიც ტელეკომპანიასთან აქვს.

ადვოკატის თქმით, 22:10 საათზე მამნიაშვილმა სამსახურის „ჩათში“ ჩააგდო კონკრეტული მასალა, რომელიც მან აქციაზე გადაიღო, რაც ადასტურებს მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. სწორედ 22:10 საათი არის მისი დაკავების დრო.

„პირველ რიგში, აქ რა მინდა, ეგეც არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პრესკარტა მქონდა და პოლიციელებს ვანახე დაკავების დროს. ჩემმა ოქმის შემდგენმა პოლიციელმა ის დალუქა. დაკავების მომენტში სხვა დაკავებულების ვიდეოს ვიღებდი, რომლებსაც უკან მივყვებოდი, თუ როგორ აკავებდნენ. მარიამ მეყანწიშვილის დაკავების კადრები სამსახურში გადავგზავნე, შემდეგ ცოტნე მირცხულავასა და ლუკა ჭოხონელიძის დაკავების კადრებს ვიღებდი, რა დროსაც ისმის ლაშა სალუქვაძის წამოძახილი, „ეგეც მიაყოლეთო“, - განაცხადა დაკავებულმა ჟურნალისტმა, გიორგი მამნიაშვილმა.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, თავად ჟურნალისტიც ამბობს, რომ მას პრესკარტა ჩანთაში ჰქონდა, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსით კი, ჟურნალისტი გარჩევადი უნდა იყოს სხვებისთვის, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ასრულებს.

ცნობისთვის, გიორგი მამნიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას ედავებიან, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა