ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენი მიზანია, ფერმერებსა და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში-შამუგია

ნახვები: 274 ჩვენი მიზანია, ფერმერებსა და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში-შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოდან რძის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა იმ განცხადების, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, ჩვენ ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან ამერიკაში შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად. ამ მიმართულებებით გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. იგივე შეიძლება, ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

​მისი თქმით, საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი.

„ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც - თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს ცხრაჯერ გაიზარდა თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე არ მგონია, საკითხი აქტუალური იყოს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა