ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან

ნახვები: 476 ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან

საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, არამედ იმაშია, რომ არაფერი იქნას უკრაინის გარეშე გადაწყვეტილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ, მაიკლ მარტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა. ის, ვისაც შეუძლია მათი მიღება, მათ მიიღებს. მე შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად და ღიად იყოს, რომ არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან, რომ არაფერი არ იქნას გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე ჩვენზე, ჩვენს მომავალზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან დაკავშირებით აუცილებელია ძირითადი საკითხების მკაფიოდ გაგება, “რომ ეს იქნება, როგორც იქნება”.

“ვინაიდან, თუ გესმით, ეს ხომ ვიღაცაზე ექსპერიმენტი არ არის. ეს ხალხია, ჩვენი ცოცხალი ხალხი. რუსებმა დაიწყეს ომი, და ამის ფორმულირების არავითარი ალტერნატივები არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსები შეაჩერა, მაგრამ საჭიროა ამ ომის დასრულება “ისე, რომ შემდეგ, ერთი წელიწადში, რუსეთი კვლავ არ მოვიდეს ამ ათწლეულში მესამე შეჭრით”.

“რა იქნება ხვალ? როდესაც ჩვენი მეომრები სახლში დაბრუნდებიან? სამართლიანად დაბრუნდებიან სახლში. სამწუხაროდ, ყველა არა. ზოგიერთი ცოცხალი არ დაბრუნდა. რა იქნება შემდეგ? როდესაც სახლში დაბრუნდებიან, კვლავ გახდებიან მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიის ინჟინრები, ისინი დაბრუნდებიან, ხოლო რუსეთი… კიდევ ერთი შეჭრისთვის მომზადებაში იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა