კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ნატო-ს გენერალური მდივანი - რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ - მოქმედების დროა

ნახვები: 396 ნატო-ს გენერალური მდივანი - რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ - მოქმედების დროა

რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია ნატო და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, „ზოგიერთი სასწრაფო რეაგირების აუცილებლობას არ გრძნობს“.

„ძალიან ბევრი თვითკმაყოფილებას იჩენს. ახლა კი მოქმედების დროა. მოკავშირეთა შორის თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ის საშუალებები უნდა ჰქონდეთ, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა რუტემ.

რუტეს თქმით, რუსეთი ნატო-სა და უკრაინის მიმართ „კიდევ უფრო დაუდევარი და სასტიკი გახდა“.

„ცივი ომის დროს პრეზიდენტი რეიგანი ბოროტების იმპერიის მისწრაფებების შესახებ გვაფრთხილებდა. დღეს, პრეზიდენტი პუტინი კვლავ იმპერიის მშენებლობის პროცესშია. მსოფლიო ისტორიის შესახებ თავისი დამახინჯებული შეხედულებით, პუტინს სჯერა, რომ მის ძალაუფლებას ჩვენი თავისუფლება საფრთხეს უქმნის და ჩვენ რუსეთის განადგურება გვსურს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა