რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნიკოლ ფაშინიანი - თუ საქართველოსთან ტარიფების პრობლემები არ მოგვარდება, ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისა და ექსპორტისთვის

ნახვები: 415 ნიკოლ ფაშინიანი - თუ საქართველოსთან ტარიფების პრობლემები არ მოგვარდება, ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისა და ექსპორტისთვის

თუ საქართველოს ტარიფების პრობლემა არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ გზებს მოძებნიან. შესაბამისი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული ბენზინის პირველი პარტია აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ საქართველოს გავლით რკინიგზით უკვე მიემგზავრება. ბენზინი კერძო კომპანიის მიერ იყო შეძენილი.

„მეც დავინახე, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებელი უკვე დაიძრა აზერბაიჯანიდან და სომხეთისკენ მიემგზავრება. მივესალმები ამ მოვლენას. ვაჭრობა კერძო კომპანიებს შორის ხორციელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა პოლიტიკური პირობები ამ ვაჭრობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, შეთანხმებები არსებობს პოლიტიკურ დონეზე, რომელთა დეტალებიც ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეებს გადაეცემათ. თუ შესაბამისი ინტერესი იქნება, შეთანხმებები იქნება მიღწეული.

აზერბაიჯანთან ამ მხრივ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტარიფებთან გარკვეული პრობლემები არსებობს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

„თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისთვისა და ექსპორტისთვის, თუ ეს შეთანხმებები მომავალშიც საინტერესო იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა