თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ

ნახვები: 421 მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ

ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, მე მანამდე არ დავიხევ უკან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ეკატერინე კუპატაძის განცხადებით, 8 იანვრამდე აძლევს პროკურატურას ვადას, რათა „შეუძლებელი შეძლონ“, საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.

„გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება. მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წამამდე და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე, ვისაც რამე გადაცდომა აქვს გიგას მკვლელობასთან მიმართებაში. არ დავზოგავ არავის არც სრულწლოვანს, არც არასრულწლოვანს, მიუხედავად სქესისა, ვისაც იოტისოდენა შემხებლობა მაინც აქვს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. პროკურატურის წამმზომი ჩართულია. 1-ელ ოქტომბერს მკვლელებმა მარტო მე და გიგას კი არ გამოგვიტანეს განაჩენი, ამათაც გამოუტანეს განაჩენი“, - განაცხადა ეკატერინე კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა