თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

ნახვები: 399 ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით მოითხოვდა. ასევე მოითხოვდა, დამატებითი ღონისძიების სახით პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარებას.

პროკურორის განცხადებით, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და რისკი რეალურია, რადგან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ არის კანონმორჩილი მოქალაქე.

მისივე განცხადებით, არსებობს მიმალვის საფრთხეც, რადგან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მას აქვს კონტაქტები და კავშირები ქვეყნის გარეთ.

ამასთან, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლომ არ გამოიყენოს არცერთი აღკვეთის ღონისძიება.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ამასთან პასპორტის ჩამორთმევით ზურა ჯაფარიძეს გადაადგილებისა და პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა