კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

დონალდ ტრამპი - სანტა ძალიან კარგი ადამიანია

ნახვები: 396 დონალდ ტრამპი - სანტა ძალიან კარგი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სანტა კლაუსის მოლოდინში მყოფ ბავშვებს, საპრეზიდენტო ტრადიციის თანახმად, ტელეფონით ესაუბრნენ.

მათ ბავშვებს ჰკითხეს, რას ელოდნენ სანტასგან და ჰქონდათ თუ არა რაიმე შეკითხვები მასთან.

„სანტა ძალიან კარგი ადამიანია. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდ სანტას არ შემოვუშვებთ. სანტა კარგია. სანტას უყვარხარ. სანტას უყვარს ოკლაჰომა, ისევე როგორც მე. იცით, ოკლაჰომა ძალიან კარგი იყო ჩემს მიმართ არჩევნებში. ამიტომ მიყვარს ოკლაჰომა. არასდროს დატოვო ოკლაჰომა, კარგი?“ - უთხრა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბავშვს ოკლაჰომას შტატიდან.

პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია ბავშვების ზარებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხოს, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, უკრაინასთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დაუბრუნდეს.

„შეგვიძლია, ეს მთელი დღე გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ჩინეთს, რუსეთს, უკრაინას. სხვა საქმეებსაც უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა