ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გვსურს, პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეალური გადაწყვეტილებები-ზელენსკი

ნახვები: 337 გვსურს, პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეალური გადაწყვეტილებები-ზელენსკი

უკრაინა პარტნიორებისგან ელოდება რეალურ გადაწყვეტილებას და არა აბსტრაქტულ შემოთავაზებებს, - „უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დღეს ვესაუბრე გერმანიის კანცლერს იმ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, რასაც ჩვენი ხალხი განიცდის, ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში დავრწმუნდი, რომ ჩვენი კოალიცია უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, მშვიდობის მოსაპოვებლად გაძლიერდება ჩვენი წნეხი რუსეთზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მეტ კონკრეტულ და ქმედითუნარიან ნაბიჯებს ელოდება. მისი თქმით, უკრაინა ახლა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მშვიდობისთვის, არამედ მთელი კონტინენტის დამოუკიდებლობისთვის.

„ჩვენ გვსურს, პარტნიორებისგან მოვისმინოთ რეალური გადაწყვეტილება და არა დეკლარაციასა და აბსტრაქციაზე დამყარებული გადაწყვეტილებები. ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს განიხილავენ. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ გზავნილს, ველოდებით უზარმაზარ მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ ასეთი კონკრეტული გზავნილი იქნება ევროპისთვის შესაფერისი და სამართლიანი. ჩვენ ისიც შესანიშნავად ვიცით, ევროკავშირის რომელ ლიდერს რა პოზიცია აქვს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა